суббота, 7 октября 2017 г.

მეცხრე დღე

გავიმეორეთ წინა მასალა.დავათვალიერეთ პროექტის პორტფოლიო.მოვისმინეთ პროექტები.ყველა პედაგოგმა გააკეთა თავისი პროექტის პრეზენტაცია.მოვისმინეთ თუ როგორ შეუძლია ოჯახმა გამოიყენოს საყოფაცხოვრებო ნივთები,მაგალითად თუ სახლის ახლოს ჩამოდის მდინარე ააგოს პატარა ჰესი.ასევე მოვისმინეთ ოთახის რემონტის შემთხვევაში გამოიანგარიშონ რამდენი შპალიერი და საღებავი დასჭირდებათ.ისაუბრეს ახალი წლის ტრადიციებზე სხვადასხვა ქვეყნებში. მოვისმინეთ ენერგიის ალტერნატიული წყაროების შესახებ.ისაუბრეს გორელი სახელოვანი მოჭიდავეების შესახებ.გარდა ბოლოდროინდელი გამარჯვებული მოჭიდავეებისა საჭიროა ახალი თაობა იცნობდეს წინა თაობის ცნობილ მოჭიდავეებსაც.
ტრენინგი იყო ძალიან შთამბეჭდავი.ვისწავლე ბევრი რამ. ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა,ვისწავლეთ ბლოგზე სურათების განთავსება,პროექტის ატვირთვა დრაივში.სკოლაში დაბრუნების შემდეგ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემ სამუშაო პრაქტიკაში. 

1 комментарий:

  1. ქალბატონო ციცინო თქვენი პროექტი მომეწონა ძალიან.რადგან ახალგაზრდები ძირითადად უგემოვნო მუსიკას უსმენენ.ეს პროექტი გაუღვივებს მოსწავლეებს ინტერესს გემოვნებიანი მუსიკისადმი.

    ОтветитьУдалить